ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე დარტყმის შედეგად, მოკლულია „ჰამასის“ სარაკეტო ძალების უფროსის მოადგილე - მეთაური და ათობით ტერორისტი.
ჰაგარიმ ასევე განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მძევლად მყოფთა რიცხვი 212-ს შეადგენს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორზე საჰაერო თავდასხმებს გაზრდის.
„ჩვენ ვზრდით თავდასხმებს ღაზის სექტორში, რათა შევამციროთ საფრთხეები ჩვენი ძალებისთვის, ომის შემდეგი ეტაპის მომზადებისთვის.
მომდევნო ეტაპზე გავალთ ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის საუკეთესო პირობებით და პოლიტიკური ეშელონის გადაწყვეტილების შესაბამისად,“ – აცხადებს ჰაგარი.
ცნობისთვის, ორი ამერიკელი „ჰამასის“ ტყვეობიდან 20 ოქტომბერს გათავისუფლდა. IDF-ის სპიკერი ამბობს, რომ მძევლების რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან დაკარგულთა შესახებ ეტაპობრივად ახალ ცნობებს იღებენ.