სამხრეთ კორეამ და აშშ-მ გუამის მახლობლად ერთობლივი წვრთნები გამართეს

სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტებმა, გუამის სანაპიროების წყლებში წვრთნები ჩაატარეს.

სამხრეთ კორეიის სააგენტოს ცნობით, წყალქვეშა სწავლება Silent Shark, რომელიც 6 ოქტომბერს დაიწყო, მიზნად ისახავს, გააძლიეროს ქვეყნების შესაძლებლობები ჩრდილოეთ კორეის საფრთხეების წინააღმდეგ.


წვრთნები ჩატარდა იმ დროს, როდესაც ფხენიანმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ შეკავებას კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ფონზე.

გასული თვის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი ტაქტიკური ბირთვული თავდასხმის წყალქვეშა ნავი წარადგინა.


სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. დაახლოებით ორი თვის წინ, მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, (USS Kentucky) სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კროეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.