სამხრეთ კორეამ, შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ კორეის ნახევარკუნძულთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები პირველად ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა გაავრცელეს.
მისივე ცნობით, სამმხრივი წვრთნები ჩატარდა ნახევარკუნძულის სამხრეთით, სადაც სამხრეთ კორეისა და იაპონიის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონები ერთმანეთს კვეთს. სწავლებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის B-52H-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენი, გამანადგურებელი, ასევე, სამხრეთ კორეისა და იაპონიის მოიერიშე თვითმფრინავები.
წვრთნები ძალისხმევის ნაწილია, გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეის მზარდი სარაკეტო და ბირთვული საფრთხეების ფონზე. სამხრეთ კორეის სამხედრო წყაროებმა განაცხადეს, რომ ეს სამი ქვეყნის მიერ ჩატარებული პირველი მსგავსი წვრთნებია.
სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და მისი ორი მოკავშირე აზიაში, უსაფრთხოების სფეროში სამმხრივ თანამშრომლობის გაძლიერებას განაგრძობენ.