უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მორიგი ტრანში მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მეცხრე ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

დენის შმიგალის თქმით, ამჟამად მთავრობა ევროკომისიასთან ერთად მუშაობს ახალ გრძელვადიან პროგრამაზე Ukraine Facility, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდი ევროა.


„ზოგადად, 2023 წელს, ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერა უკვე შეადგენს 15 მილიარდ ევროს - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ეხმარება უკრაინას იყოს ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი,“ - განაცხადა შმიგალმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპელი პარტნიორების მიმართ მადლიერია უკრაინისადმი მათი ურყევი სოლიდარობის გამო.

„მომავალ წელს მათგან 18 მილიარდ ევროს ველით. მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უკრაინის მიმართ ურყევი სოლიდარობისთვის," - აღნიშნა პრემიერმა.