ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის თავმჯდომარეობით, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის ფარგლებში სექტორში არსებული პრობლემები და გამოწვევები განიხილეს.

“საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორის ე.წ. „შუა დერეფნის“ განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში აქტიურად მონაწილე ბიზნეს სექტორის მოსაზრებების გათვალისწინება, რაც ხელს შეუწყობს, მოქნილი სისტემის შექმნას,“ - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.


თავის მხრივ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ყურადღება გაამახვილეს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ამჟამად აწყდებიან, მათ შორის, საუბარი შეეხო, საზღვრის კვეთის პროცედურებს, სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის  გამტარუნარიანობის საკითხებს და ამ მიმართულებით საკადრო რესურსების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ, კონტეინერების მოცდენას და ზოგადად წარმოადგენს ლოგისტიკური ჯაჭვის შემაფერხებელ გარემოებას იწვევს.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ, როგორც უშუალოდ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კომპანიები (საჰაერო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო) ასევე, საბანკო, ნავთობპროდუქტების, რითეილ და სხვა მომიჯნავე სექტორის წარმომადგენლები, რომელთაც საქონლისა და პროდუქტების ტრანსპორტირებასთან პირდაპირი შეხება აქვთ.

დასაწყობების განმახორციელებელი ცენტრების მიერ ყურადღება გამახვილდა რეექსპორტის რეჟიმის განხორციელებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე და, ზოგადად, ექსპორტ - იმპორტის საკითხებზე. საუბარი შეეხო ღრმაწყლოვანი პორტის აშენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, არაგაბარიტული ტვირთების გაცილებისა და გადაზიდვის ნებართვის საკითხებს.