საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა, რათა ისრაელის მიმართ თავისი ქვეყნის სრული სოლიდარობა გამოხატოს.
ფრანგული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება.
ცნობისათვის, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.