AXIOS: ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში 3-ვარსკვლავიანი გენერალი გაგზავნა

გამოცემა Axios-ი ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზაში მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის დაგეგმვაში დასახმარებლად, ისრაელში სამვარსკვლავიანი გენერალი და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კიდევ რამდენიმე ოფიცერი გაგზავნა.

მედიის ცნობით, ისრაელში გაგზავნილ ოფიცრებს შორისაა გენერალ-ლეიტენანტი ჯეიმს გლინი, რომელიც აქამდე საზღვაო ქვეითთა სპეცოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ოპერაციებშიც მონაწილეობდა. ამერიკელი სამხედროები ისრაელელ კოლეგებს უზიარებენ გამოცდილებას, რაც მათ ISIS-ის წინააღმდეგ მოსულში ბრძოლის დროს მიიღეს.


გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ომში ბაიდენის ადმინისტრაციის ჩართულობასა და მის სამხედრო დაგეგმარებაში ამერიკის როლს უსვამს ხაზს. Axios-ი წერს, რომ სავარაუდოდ, გლინი უშუალოდ სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ისრაელში არ დარჩება და ამერიკაში დაბრუნდება.