საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო კოალიცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში იბრძვის, “ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გაფართოვდეს.
იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა ტერორიზმს საფრანგეთისა და ისრაელისთვის საერთო მტერი უწოდა.
ისრაელში ვიზიტით მყოფი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც 2014 წლიდან ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოს“, ასევე შეუძლია “ჰამასის“ წინააღმდეგ „ბრძოლა.“
„მე გთავაზობთ, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლმა კოალიციურმა ძალებმა, „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბძოლოს. საფრანგეთი, რომელიც მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში ერაყსა და სირიაში, მზადაა „ჰამასის“ წინააღმდეგაც იბრძოლონ,“ ამბობს მაკრონი.