მოლდოვაში 22 რუსული პროპაგანდისტული მედიარესურსი დაბლოკეს

მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა 22 რუსული მედიასაშუალების ვებგვერდის დაბლოკვა გადაწყვიტა. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

კერძოდ, დაიბლოკა ტელეარხები RT,  «Первый канал», «Царьград», НТВ, ТВЦ, «Звезда», РЕН ТВ, «Мир», «Пятый канал», «Москва 24», «360», «Спас».

მოლდოვის განმარტებით, ამ რესურსებს მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებენ.


მიმდინარე წლის სექტემბერში რუსი პროპაგანდისტი და Sputnik მოლდოვის ხელმძღვანელი ვიტალი დენისოვი მოლდოვიდან მიმდინარე წლის სექტემბერში გააძევეს.

როგორც მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, დენისოვის გაძევების გადაწყვეტილება მიღებულია ქვეყნის შიდა საქმეებში მისი ჩარევის გამო.


„რუსეთის 56 წლის მოქალაქე, მიგრაციის გენერალური ინსპექციის მიერ გამოცემული აქტით, მოლდოვის რესპუბლიკაში ათი წლის ვადით გამოცხადდა პერსონა ნონ გრატად, პროცედურების მიხედვით, პირი გააძევეს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიიდან,“ - განაცხადეს დეპარტამენტში.