სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ უკრაინას თითქმის 24 მილიარდი ევროს დახმარება გაუწია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში მე-6 გერმანულ-უკრაინის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.
ამ მაჩვენებლის მიხედვით, გერმანია უკრაინისთვის მხარდამჭერებს შორის ამერიკის შემდეგ მეორეა.
მისი თქმით, ახალი პაკეტის მიზანია ზამთრის პირობებში ე.წ. „დამცავი ფარის“ შექმნა, რადგან რუსეთი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას.
შოლცის ინფორმაციით, პაკეტი მოიცავს Patriot-ის, Iris-T6-ისა და Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღს.