სომხეთმა პროტესტის ნიშნად რუსეთის ელჩი გამოიძახა. საქმე ეხება სომხეთის ოფიციალური პირების მიმართ „შეურაცხმყოფელი გამონათქვამებს“ რომლებიც რუსეთის ტელევიზიის ეთერში გავიდა.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ოქტომბრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მან პროტესტი გამოხატა რუსეთის სახელმწიფო „პირველ არხზე, გასული გადაცემის გამო, რომელშიც სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი გამონათქვამები“ გაისმა.
გადაცემის დასახელება განცხადებაში არ არის დაზუსტებული, მაგრამ 23 ოქტომბერს, რუსეთის „პირველი არხის“ ეთერში გავიდა გადაცემა, რომელშიც სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკეს აზერბაიჯანთან „კონფლიქტის წარმართვის და დასავლეთთან დაახლოებისკენ სწრაფვის გამო.“