ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა გაეროს გენერალურ მდივანთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ კოენმა სოციალურ ქსელში
დაწერა.„მე არ შევხვდები გაეროს გენერალურ მდივანს. 7 ოქტომბრის მასობრივი ხოცვის შემდეგ, დაბალანსებული მიდგომის ადგილი არ არის. „ჰამასი“ უნდა განადგურდეს,“ – წერს კოენი.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩართო ჩანაწერი, სადაც მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტი მშობლებს ეუბნება, რომ ამაყია ათი ებრაელის მკვლელობის გამო.
„ბატონო გენერალურო მდივანო, ეს არის მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ,“ – მიმართა კოენმა გუტერეშს.
ისრაელის მხრიდან მწვავე კრიტიკა გუტიერეშის განცხადებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.