პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა

ისრაელის და „ჰამასის“ ომით გამოწვეული ესკალაციის ფონზე, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაგზავნილი ესკადრილია ჩავიდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ F-16 ტიპის თვითმფრინავებისგან ჩათვლით, სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის 119-ე საექსპედიციო გამანადგურებელი რაზმი უკვე იმყოფება შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.


პენტაგონი ესკადრილიის დისლოკაციის კონკრეტულ ადგილს არ ასახელებს. რაიდერის თანახმად, ესკადრილია რეგიონში გაგზავნილ სხვა ძალებთან ერთად უზრუნველყოფს იქ მყოფი ამერიკელი სამხედროების თავდაცვის გაძლიერებას.

პენტაგონის პრესმდივნის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებებმა ერაყსა და სირიაში ანტიტერორისტული მისიით მყოფ ამერიკელ სამხედროებზე ათზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.