ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ავსტრალიის მოქალაქეებს დაიცავენ.
„თუ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მიზანი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ავსტრალიელების მხარდაჭერაა,“ - განაცხადა რიჩარდ მარლსმა.
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში გაგზავნის ჯარისკაცებს.
რიჩარდ მარლსმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, შედეგად ჯამში სამი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული.