აშშ-ის საელჩო: საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ამერიკული კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებიან

საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, 9 ამერიკული კომპანიების წარმომადგენელი ჩამოვიდა. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად, ცხრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი მონაწილეობას მიიღებენ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიების, დიზაინის, მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროებს,“ - აცხადებს ამერიკის საელჩო.