უკრაინის მხარდაჭერის ფარგლებში, გერმანიაში ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი განლაგდა

უკრაინის საერთაშორისო ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ფარგლებში, ავსტრალიური სამხედრო თვითმფრინავი, ავსტრალიის თავდაცვის ძალების 100-მდე პერსონალთან ერთად, გერმანიაში 6 თვით განლაგდა. თვითმფრინავი „რამშტეინის“ საავიაციო ბაზაზე დაეშვა. ავსტრალიის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არც თვითმფრინავი და არც ჯარისკაცები უკრაინაში არ გაიგზავნებიან.

„სიამაყით ვადასტურებ, რომ E-7A Wedgetail-ი ჩამოვიდა გერმანიაში თავისი მნიშვნელოვანი მისიის დასაწყებად. ავსტრალიას აქვს პატივი, უზრუნველყოს ეს თვითმფრინავი, რათა დაეხმაროს უკრაინაში შემოსული ჰუმანიტარული დახმარებისა და სამხედრო დახმარების სასიცოცხლო ხაზის დაცვას,“ -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


Wedgetail-ის განლაგება ნაწილია მთავრობის იმ ვალდებულების, რომელიც მან NATO-ს ვილნიუსის სამიტზე აიღო.


„ავსტრალია მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, რათა დაიცვას თავი რუსეთის უკანონო შეჭრისგან,“ - აღნიშნა ენტონი ალბანესმა, როდესაც უკრაინისთვის ახალი მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, ავსტრალია უკრაინას $12.7 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს.