პოლონეთის შეიარაღებული ძალები ბელარუსისა და რუსეთის საზღვართან სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. შეიარაღებული ძალების მთავარი სარდლობის ცნობით, ŻUBR-23-ის მიზანია ჯარსა და ადგილობრივ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების გამოცდა. ადგილობრივ სამსახურებთან თანამშრომლობით შემოწმდება გამაფრთხილებელი სისტემები.
წვრთნების დროს სასაზღვრო პროვინციებში სამხედრო პერსონალი და ტექნიკა გადაინაცვლებს, ზოგან საცეცხლე პუნქტებიც დამონტაჟდება.