არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ 12 რეკომენდაციის შესრულებას, ელჩის შეფასებით, წელიწადნახევარში მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
„როგორც ევროკავშირის ელჩი თბილისში, მე შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა პოლიტიკურ პარტიას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, აკადემიურ წრეებს, მეცნიერებს. არავის, ვისაც კი შევხვდი არ განუცხადებია, რომ მხარს არ უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ყველას, ვისაც კი მე ვესაუბრე, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით, მაგრამ წელიწად ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. მაგალითად, პოლარიზაციას თუ შევხედავთ, ის ჯერ კიდევ არსებობს ქვეყანაში. დეოლიგარქიზაციის მხრივაც, ჯერ მხოლოდ სამომავლო ნაბიჯები არსებობს. ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ბევრ პოზიტიურ განვითარებას ჰქონდა ადგილი. მათ შორის "მაუწყებლის შესახებ" კანონზე მუშაობა, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოებასთან გაფორმდა. ასევე, მიხარია, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ იყო წარმატებული“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.