დავითაშვილის თქმით, საქართველო სტაბილური ქვეყანა და სანდო პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას

ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ მაღალი ინტერესი მიუთითებს, საქართველო სტაბილური ქვეყანაა ევროპისთვისაც და აზიისთვისაც და ქვეყნის როლი ბოლო წლებში გაიზარდა, როგორც სანდო პარტნიორის, რომელიც უზრუნველყოფს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას.“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს არის არამხოლოდ სატრანსპორტო კავშირები, არამედ, მათ შორის ენერგეტიკული, ციფრული კავშირები, ბევრი მიმართულებით სავაჭრო კავშირები. მისი თქმით,


„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში 26 – 27 ოქტომბერს, უკვე მეოთხედ გაიმართება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 2000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. წლევანდელი ფორუმი უპრეცედენტოა არამარტო მონაწილეთა რაოდენობის, არამედ მაღალი წარმომადგენლობითი დონის თვალსაზრისითაც, მათ შორის საერთაშორისო ბიზნეს-სექტორიდან.

„ფორუმი ასევე ძალიან წარმატებული იქნება კონკრეტული პროექტების თვალსაზრისითაც - მოლოდინი გვაქვს, რომ ხელი მოეწერება ბევრ შეთანხმებას, რომლებიც კონკრეტული პროექტების განხორციელების წინაპირობა იქნება“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.


ლევან დავითაშვილი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცალსახად მნიშვნელოვანია - თბილისი კიდევ ერთხელ არის ნეიტრალური, მიუკერძოებელი პლატფორმა, ადგილი, სადაც ქვეყნებს შეუძლიათ ისაუბრონ მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე. მისი შეფასებით, აღნიშნული ფორუმიც ამის ნაწილია - შეხვედრის ადგილი, სადაც მეზობელი ქვეყნის პირველი პირები ჩამოდიან.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში საქართველოს როლს და მეგობრულ პოზიციას. ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სამშვიდობო პროცესს, მაგრამ ასევე ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ კავშირებს, ეკონომიკის გაღრმავებას,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, რომლის კომენტარს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.