„თურქეთის პრეზიდენტის მცდელობებიც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ შეცვლის იმ საშინელებას, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა და ვერც იმ ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - ასე უპასუხა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც განაცხადა, რომ „ჰამასი“ არა ტერორისტული ორგანიზაცია, არამედ, “მოჯაჰედების განმათავისუფლებელი ჯგუფია“, რომელიც თავის მიწას იცავს.
მისი თქმით, „ისრაელი მთელი გულით უარყოფს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ შესახებ თურქეთის პრეზიდენტის უკმეხ სიტყვებს.“
„ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოზე“ უარესი საზიზღარი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც განზრახ და სასტიკად კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს, სამოქალაქო პირები აჰყავს ტყვედ და საკუთარ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს.
თურქეთის პრეზიდენტის მცდელობები დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი წამახალისებელი სიტყვებიც კი ვერ შეცვლის საშინელებებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, და იმ ცალსახა ფაქტს, რომ „ჰამასი“ „ისლამურ სახელმწიფოს“ უდრის,“ - განაცხადა ჰაიატმა.