აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა.
ასადოვის თქმით, აზერბაიჯანს შესანიშნავი ეკონომიკური სავაჭრო დაკავშირების შესაძლებლობა გააჩნია 4-დან 3 მეზობელთან.
„ფაშინიანმა წამოჭრა საკითხი და მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო ამის მიმართ. ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ გამოხატა თავისი პოზიცია იმისათვის, რომ დამყარებულიყო მშვიდობა. გასულ თვეში, ამ ანტიტერორისტული ოპერაციის შემდეგ, ჩვენ იგივე ინტერესი გამოვხატეთ, რომ ისევ დამკვიდრდეს მშვიდობა, რომელიც შეეხება განსაკუთრებით სატრანსპორტო სფეროს იმ დეკლარაციის შესაბამისად, რომელიც 2020 წლის 9-10 ნოემბერს გაფორმდა და ეხება ყველა კომუნიკაციას.
აზერბაიჯანი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ასეთი პოზიცია წარმოეჩინა. გვინდა, ეს კომუნიკაცია ღიად მიმდინარეობდეს. ეს მარტო ჩვენზე არ არის მხოლოდ დამოკიდებული, თუ მეორე მხარეც მოისურვებს, შეგვიძლია წინ წავიდეთ. ჩვენ კიდევ სხვა შესაძლებლობების გამოყენება შეგვიძლია“,-აღნიშნა ალი ასადოვმა.