უკრაინის სამხედრო ინდუსტრიამ შექმნა ახალი უპილოტო სახმელეთო მანქანა (UGV), რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებების ტარება და ჯავშანტექნიკის ქვეშ მისი მართვა შეუძლია. ამის შესახებ პროექტის სპიკერმა ვიქტორია კოვალჩუკმა Business Insider-ს განუცხადა.
„მთავარი იდეა ის არის, რომ რობოტი (Ratel S) გამოიყენება როგორც მობილური ქობინი, რომელიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს ან სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობებს ატარებს,“ - განაცხადა კოვალჩუკმა და აღნიშნა, რომ მანქანას შეუძლია, 40-50 წუთის განმავლობაში იმუშაოს საშუალო სიჩქარით ან ორ საათამდე ნელი სიჩქარით.
Ratel S-მა გამოცდა უკვე გაიარა და ისმალე შეუერთდება უკრაინული სამხედრო აღჭურვილობის უამრავ სხვა ინოვაციურ პროექტს, რომელიც უკრაინამ ამ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ შეიმუშავა.