უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო და კერძო საწარმოების ხარჯზე საბრძოლო მასალის წარმოებას გაზრდის, შესაბამისი ტექნიკა უკვე მონტაჟდება.
„ჩვენმა პარტნიორებმა, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ - ამ აგრესიის დაწყებიდანვე, 2022 წლის აპრილ-მაისიდან, ქვეყნებმა დაიწყეს დამატებითი შესაძლებლობების აშენება, ეს არ არის იოლი საქმე, მათი ერთ-ორ თვეში შექმნა შეუძლებელია. საიდუმლოს გეტყვით: ჩვენი კერძო კომპანიებიც მუშაობენ ამ საკითხზე, მათ შეუკვეთეს შესაბამისი აღჭურვილობა, გარკვეული აღჭურვილობა უკვე დამონტაჟებულია საწარმოების დახურულ ზონებში - და უახლოეს მომავალში ვიხილავთ საკუთარი წარმოების ზრდას,“ - აღნიშნა დანილოვმა.
მისი თქმით, მხოლოდ სახელმწიფო ვერ უმკლავდება ამ საკითხს და მაქსიმალურად ცდილობს კერძო ბიზნესის მიზიდვას.
დანილოვის მტკიცებით, უკრაინის ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც შესაძლებელია წარმოების უსაფრთხოდ დაწყება.