აშშ-მ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ უკრაინას 150 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

ენტონი ბლინკენის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს, საარტილერიო, ტანკსაწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობას თავისი ტერიტორია დაიცვას რუსეთის თავდასხმითი ქმედებებისგან, ამავდროულად რუსი სამხედროების წინააღმდეგ კონტრშეტევის გაგრძელებით.”


აღნიშნული პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ უკვე 49-ეა Presidential Drawdown Authority მექანიზმის ფარგლებში, რომლის საშუალებითაც, უკრაინელი სამხედროები დახმარებას უშუალოდ ამერიკული საწყობებიდან იღებენ.

ბოლო დახმარების გადაცემის შესახებ მედია 25 ოქტომბერს წერდა.