ირანი: ისრაელი თუ ღაზის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც აშშ დარჩება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აშშ-ს აფრთხილებს და აცხადებს, რომ ისრაელი თუ ღაზის სექტორის წინააღმდეგ აგრესიას არ შეწყვეტს, ამ ცეცხლისგან უვნებელი არც შეერთებული შტატები დარჩება.


„ჩვენ არ მივესალმებით ომის გაფართოებას რეგიონში. მაგრამ თუ ღაზაში გენოციდი გაგრძელდება, ამ ცეცხლისგან უვნებელი არავინ დარჩება," - განაცხადა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა, როდესაც მან გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ლიდერებს მიმართა.

ის ამტკიცებს, რომ „ჰამასი“ მზად არის, გაათავისუფლოს მშვიდობიანი მძევლები და რომ მსოფლიომ უნდა მოითხოვოს ისრაელის ციხეებში მყოფი ათასობით პალესტინელის გათავისუფლება.


საპასუხოდ, გაეროში ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი მწვავედ გააკრიტიკა.

„ამ კაცის, მასობრივი მკვლელს ან ირანის ტერორისტული რეჟიმის ნებისმიერ სხვა წარმომადგენლის ადგილი გაეროში არ არის. ეს არის მორალური ლაქა გაეროსა და იმ ღირებულებებზე, რასაც ის ეფუძნება,“ - აღნიშნა დიპლომატმა.