ისრაელი „ჰამასის“ “მაღალჩინოსნების“ მოსკოვში მიწვევას „უხამს ნაბიჯად“ მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და „ჰამასის“ ტერორისტების სისასტიკეებს აძლევს ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლიორ ჰაიატმა განაცხადა.
“ჰამასი" “ისლამურ სახელმწიფოზე” უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. "ჰამასის" “მაღალჩინოსნების“ ხელები 1 400-ზე მეტი ისრაელელის სისხლით არის შეღებილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს, და ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელელის გატაცებისთვის, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების”, - განაცხადა ჰაიატმა.
ისრაელის საგარეო უწყების სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააძევოს „ჰამასის“ ლიდერები.