გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის

გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს.


გერმანიის დახმარების ახალ პაკეტში შედის:

ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი;
საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T;
რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის;
რადარი TRML-4D-სთვის;
საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის;
რვა VECTOR სადაზვერვო დრონი;
ოთხი GO12 რადარი;
ხუთი დრონი;
სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა;
10 000 უსაფრთხოების სათვალე;
ოთხი 8x8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი;
155 მმ-იანი საბრძოლო მასალა.

მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნება.