კონგრესის ახალი სპიკერი ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ: ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას უკრაინაში

ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ, კონგრესის ახალმა სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტია არ მიატოვებს უკრაინას, მაგრამ პირველ რიგში ისრაელს დაეხმარება. ამის შესახებ AP წერს.


„ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში, რადგან მჯერა, რომ ის იქ არ შეჩერდება,“ - განაცხადა ჯონსონმა Fox News-ის ეთერში.

მან კომენტარი გააკეთა ისრაელზეც.

„ჩვენ გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მნიშვნელოვან მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში და ეს არის ისრაელი,“ - აღნიშნა ჯონსონმა.


ჯონსონმა განაცხადა, რომ ის და ბაიდენი ერთმანეთს 15 წუთზე მეტხანს ესაუბრებოდნენ. „ეს იყო პროდუქტიული შეხვედრა. მე კმაყოფილი ვარ პრეზიდენტთან ვიზიტით,“ - აღნიშნა კონგრესის ახალმა სპიკერმა.


თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა დაურეკა ჯონსონს და კონგრესის სპიკერად არჩევა მიულოცა. „დროა, ყველა ჩვენგანმა პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ და საგარეო დახმარების მიწოდება სწრაფად უზრუნველვყოთ,“ - განაცხადა ბაიდენმა თეთრი სახლის ცნობით.