ზელენსკი: ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა,

მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, რომლებიც მტკიცედ იკავებენ პოზიციებს და ანადგურებენ ოკუპანტებს. ამ კვირაში რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასეც უნდა იყოს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.


ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავარ ფრონტებზე - კუპიანსკის, ბახმუტის, ავდიევკის, მარიინკასა და მელიტოპოლის მიმართულებებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე, უკრაინის თავდაცვისა და შეტევითი მოქმედებების, მათ შორის, შორი დისტანციის იარაღისა და რაკეტების უზრუნველყოფის შესახებ, შტაბის სხდომა გამართა.


„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იბრძვის და მუშაობს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი დამოუკიდებლობისთვის! ჩვენ ვიხსენებთ თითოეულ ადამიანს, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის!“ - განაცხადა ზელენსკიმ.