ისრაელის თავდაცვის ძალები: “ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში საჰაერო იერიშების შედეგად მოკლულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„დღეს, თავდაცვის ძალებმა, მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური, ისამ აბუ რუკბეჰი მოკლეს. აბუ რუკბეჰი პასუხისმგებელი იყო „ჰამასის“ უპილოტო საფრენი აპარატების, პარაპლანისტების და საჰაერო თავდაცვის მართვაზე. რუკბეჰიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უპილოტო საფრენი აპარატებითა და პარაპლანებით განხორციელებულ თავდასხმებში,“ - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.