ბორის ჯონსონს ტელევიზიაში საკუთარი გადაცემა ექნება

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას GB News-სთან, სადაც მას საკუთარი გადაცემა ექნება.

ჯონსონი  მაყურებელს მსოფლიო პოლიტიკის მიმოხილვას, კომენტარებსა და ანალიზს შესთავაზებს.

მაუწყებლის ცნობით, ჯონსონი დიდ როლს შეასრულებს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის არჩევნების გაშუქებაში.


„ვაპირებ, ამ ახალ სატელევიზიო არხს გავაცნო ჩემი შეულამაზებელი შეხედულებები ყველაფერზე - რუსეთი, ჩინეთი, ომი უკრაინაში, როგორ ვხვდებით ყველა ამ გამოწვევას. მე ვისაუბრებ გლობალური ბრიტანეთის უზარმაზარ შესაძლებლობებსა და ასევე, გამოწვევებზე და იმაზე, თუ რატომ არის ჩვენი საუკეთესო დღეები წინ," - დაწერა ბორის ჯონსონმა.

მან თანამდებობა ამ წლის დასაწყისში დატოვა.