ლოს-ანჯელესის პოლიცია სერიალ Friends-ის ვარსკვლავის, მსახიობ მეთიუ პერის გარდაცვალებას იძიებს.
CNN სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიებას პოლიციის დეპარტამენტის ძარცვისა და მკვლელობის სამმართველო აწარმოებს.
ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის სპიკერმა გამოცემას განუცხადა, რომ 911-ში ზარი 16:07 საათზე შევიდა.
მეთიუ პერის გარდაცავალების შესახებ ინფორმაცია Los-Angeles Times-მა გაავრცელა. მსახიობი საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის უგონო მდგომარეობაში აბაზანაში იპოვეს.