ყაზახეთის ყარაგანდას ოლქში, მაღაროში მომხდარი ავარიის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანაში 29 ოქტომბერი გლოვის დღეა.
ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტოს ცნობით, 4 მაღაროელის ძებნა გრძელდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შახტიდან 208 მაღაროელი ამოიყვანეს, მათგან 18-ს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
წინასწარი მონაცემებით, მომხდარის მიზეზი ლავაში მეთანის გაზის აფეთქება იყო.