ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა.
„ღამის განმავლობაში ჩვენ გავზარდეთ ისრაელის თავდაცვის ძალების შესვლა ღაზას სექტორში და ისინი შეუერთდნენ იქ უკვე მებრძოლ ძალებს,“ - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, სახმელეთო ოპერაცია ისრაელის ძალებისთვის რისკებს შეიცავს.
„სახმელეთო ოპერაცია რთულია და რისკებს შეიცავს ჩვენი ძალებისთვისაც. ყველაფერს გავაკეთებთ - ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან - ჩვენი ძალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ომის მიზნების მისაღწევად,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.