რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს მიმართა.
მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს.
„მოდით, ნუ გავჩერდებით, ვილოცოთ უკრაინისთვის და პალესტინისა და ისრაელისთვის, სადაც მძიმე სიტუაციაა და ასევე, სხვა რეგიონებისთვის, სადაც ომია.“
„ღაზაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს ჰუმანიტარული დახმარების შესვლა და მძევლები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ნურავინ მიატოვებს იარაღის გაჩუმების შესაძლებლობას. დაე, ცეცხლი შეწყდეს, ომი ყოველთვის დამარცხებაა - ყოველთვის, ყოველთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.