უკრაინული „ნაფტოგაზი“ გეგმავს, აღარ გაატაროს რუსული გაზი ევროპისკენ

უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზი“ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ „გაზპრომთან“ დადებულ ხელშეკრულებას არ გააგრძელებს. შესაბამისი განცხადენა კომპანიის ხელმძღვანელმა, ალექსეი ჩერნიშევმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში გააკეთა.


ხელშეკრულებას მოქმედების ვადა 2024 წლის ბოლოს ეწურება.

ჩერნიშევის განმარტებით, უკრაინა დღემდე აგრძელებს რუსული გაზის ტრანზიტს მხოლოდ იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც ის სჭირდებათ.

მისი თქმით, ქვეყანა ნებისმიერ დროს მზად არის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ევროპა დაკარგავს მიწოდებას. თუმცა, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მთლიანად უარს იტყვის რუსული გაზის მოხმარებაზე 2027 წლამდე და უკრაინა დაინტერესებულია, რომ ევროკავშირს ამაში მხარი დაუჭიროს.

ალექსეი ჩერნიშევის განცხადებით, ბუნებრივი გაზის მარაგებით უკრაინა ევროპაში მესამე ადგილზეა და აპირებს საკუთარი მოპოვების გაზრდას, რათა მომდევნო წლებში წმინდა ექსპორტიორის როლს მიაღწიოს.


ჩერნიშოვი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთი გატარებული გაზის საფასურს უკრაინას სრულად არ უხდის, რადგან ორიდან ერთი ადგილი, სადაც ტრანსპორტირებისთვის გამიზნული გაზის ჩატვირთვა ხდება, რუსეთის როსტოვის ოლქისა და რუსეთის მიერ ოკუპირებული, უკრაინის დონბასის საზღვარზე მდებარეობს და რუსეთმა თვითნებურად თქვა უარი ტრანზიტის საფასურის გადახდაზე.

„ნაფტოგაზს“ „გაზპრომთან“ სასამართლო დავა აქვს წამოწყებული.

უკრაინულ და რუსულ კომპანიებს ორის ხელშეკრულება 2019 წელს, 5 წლის ვადით გაფორმდა.