მედია: ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში ათასობით პირი შეიჭრა

ღაზის სექტორის ათასობით მცხოვრები ჰუმანიტარული დახმარების საწყობებში, ფქვილის და ჰიგიენის საბაზისო პროდუქტების წასაღებად შეიჭრა. იტყობინება Reuters გაეროს სააგენტოს განცხადებაზე დაყრდნობით.


„ეს არის შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ სამი კვირის ომისა და ღაზის სექტორის მჭიდრო ბლოკადის შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგი იწყებს ნგრევას,” - განაცხადა თომას უაიტმა, UNRWA-ს საქმეთა დირექტორმა ღაზის სექტორში.

ალესტინელი ლტოლვილების გაეროს სააგენტოს (UNRWA) ღაზის განყოფილების დირექტორის თქმით, ხალხი შეშინებული, იმედგაცრუებული და სასოწარკვეთილია.