გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ევროპაში შესაძლებელია, ომის საფრთხე არსებობდეს.
მას მიაჩნია, რომ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, გერმანიის საზოგადოებისთვის შედეგები ექნება.
კერძოდ, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა და ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას.
„ჩვენ უნდა გავხდეთ ბრძოლისუნარიანები," - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
ბორის პისტორიუსმა მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შეზღუდვას.