გერმანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, გერმანიამ Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემისთვის უკრაინელი ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფის წვრთნა დღეს დაიწყო. სწავლებაში 61 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს.
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანია ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ქვეყანა მუშაობს იმისთვის, რომ ზამთარში უკრაინას დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემა მიაწოდოს.
უკრაინელების პირველი ჯგუფი გერმანიაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გაწვრთნეს.