კანადამ ისრაელში სპეციალური ძალები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადური მაუწყებელი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რადგან არსებობს საომარი მოქმედებების ესკალაციის შესაძლებლობა ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის გამყოფ საზღვარზე, კანადის მთავრობამ მოითხოვა [კანადის შეიარაღებული ძალების] მხარდაჭერა სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, თუ უსაფრთხოების ვითარება სწრაფად გაუარესდება და თუ კანადელების ევაკუაცია საჭირო გახდება,“ - ნათქვამია ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.