იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებულ ცხრა პირს და კომპანიას სანქციები დაუწესა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა სანქცირებული სუბიექტი ტერორისტად არის აღიარებული.
იაპონიამ „ჰამასთან“ დაკავშირებით სანქციები პირველად დააწესა.
სანქცირებული პირები მოიცავს „ჰამასის“ წევრებს და მათ დამფინანსებლებს, სანქცირებული კომპანია კი Buy Cash Money and Money Transfer Company-ია, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გადარიცხვისა და ვირტუალური ვალუტის, მათ შორის ბიტკოინის, გაცვლის სერვისებს. სანქციები სანქცირებული პირებისა და კომპანიის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.