ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემებით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო 7 ოქტომბრიდან დაწყებული ომის შედეგად, უკვე დაიღუპა მედიის სულ მცირე 31 წარმომადგენელი. მათ შორის 26 პალესტინელი, 4 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.
ორგანიზაციის ცნობით, 9 ჟურნალისტი დაკარგულად ან დაკავებულად ითვლება. 7-30 ოქტომბრის პერიოდში დაიჭრა 8 ჟურნალისტი.
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში აცხადებენ, რომ იკვლევენ დაუდასტურებელ ცნობებს დაკარგული ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების შესახებ, რომლებიც შეიძლება მოკლულები, დაკავებულები ან დაშავებულები იყვნენ.