იაპონიაში, ტოკიოს მახლობლად, შეიარაღებულმა პირმა ფოსტის შენობაში მძევლები აიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი, დღეს, იმავე რეგიონის ქალაქ ტოდის საავადმყოფოში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, 40-დან 50 წლამდე, მოტოციკლით გაიქცა და ამ დრომდე თავისუფალია.
ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს.
„დღეს დაახლოებით 14:15 საათზე, შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა და თავი ქალაქ ვარაბის ფოსტის შენობას შეაფარა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღი აქვს,“ - განაცხადა ქალაქის ხელისუფლებამ, რომელმაც შესაბამისი ტექსტი საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა