ოკუპანტებმა უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას სახლი ყირიმში, აუქციონზე გაყიდეს.
აუქციონზე მოსკოვში მცხოვრები ორი ინდივიდუალური მონაწილე გამოცხადდა.
ქონების საწყისი ფასი 24.6 მილიონ რუბლს ($268 000) შეადგენდა. ბინის ახალი მფლობელი მოსკოველი ბიზნესმენი ოლგა ლიპოვეცკაია გახდა, რომელმაც 44,356 მილიონი რუბლი გადაიხადა.
სახლი ყირიმის სამხრეთში, ლივადიას დასახლებაში მდებარეობს. მეხუთე სართულზე, 120 კვადრატული მეტრის ბინის აივნიდან, ხედი შავ ზღვაზე იხსნება.
ე.წ. ყირიმის ხელისუფლების განცხადებით, აუქციონის შედეგად მიღებული თანხა რუსული არმიის დაფინანსებას მოხმარდება.