ურალის სამხედრო-სამრეწველო ქარხანაში, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია რუსეთში, აფეთქება მოხდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია რუსეთის ოფიციალუ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სოლიკამსკში ურალის ქარხნის სახელოსნოში აფეთქების შემდეგ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.
მოგვიანებით, დაწესებულების წარმომადგენელმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ ქარხანაში აფეთქება „მოხდა იმ დროს, როდესაც ამ შენობაში არავინ იმყოფებოდა.“ „ამჟამად სამუშაო ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.“
სოლიკამსკის ურალის ქარხანა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-სამრეწველო ქარხანა და როსტეკის სახელმწიფო კორპორაციის ნაწილია. იქ იწარმოება ფეთქებადი მასალები და სამრეწველო ასაფეთქებელი ნივთიერებები, მათ შორის მცირე იარაღისა და ჭურვისთვის.