საქართველოს დერეფნით 9 თვეში ყაზახეთის გაზის ტრანზიტი 23%-ით გაიზარდა

შპს „ბათუმის ნავთობტერმინალითა“ (მონაწილეობის 100% ეკუთვნის სს „ყაზტრანსოილს“) და შპს „ბათუმის ზღვის პორტით“ (100%-იანი წილების მართვის ექსკლუზიური უფლება), 2023 წლის 9 თვეში 2 მილიონ 570 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა.

ნავთობის გადაზიდვის მოცულობამ 86 ათასი ტონა შეადგინა. გადაზიდულია 961 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი. საანგარიშო პერიოდში ყაზახური გაზის გადაზიდვის მოცულობა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 135 ათასი ტონიდან 166 ათას ტონამდე გაიზარდა. მშრალი ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1 მილიონ 357 ათასი ტონა შეადგინა, რაც 42 ათასი ტონით მეტია 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


სს „ყაზტრანსოილი“ საქართველოში შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ (BNT) მეშვეობით, საწარმოო აქტივებს უშუალოდ ფლობს და მართავს.

BNT მომსახურებას ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის, აგრეთვე მათი გადამუშავებული პროდუქტების გადაზიდვასა და ამოტუმბვის საკუთარი ნავმისადგომების, მილსადენების და ტანკების გამოყენებით უზრუნველყოფს.