ენტონი ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “მკაფიო კავშირები” არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს.

ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც.”


„მას შემდეგ რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას,” - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთიანი პაკეტის დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება.

„ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.