ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის შემდეგ, ისრაელმა წითელი ზღვის ტერიტორია საზღვაო ძალების სარაკეტო გემებით გააძლიერა.
„წითელ ზღვაში გემები სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე განლაგდნენ,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები.
გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხოლო დღეს დილით, კიდევ ერთი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.