პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს

ამის შესახებ პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „მსჯავრდადებულთა და პრობაციონერთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ელჩის თქმით, საქართველოში ევროკავშირის მისია 2004 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში, საქართველოსთვის დაახლოებით, 60 მილიონი ევროა განსაზღვრული.

  • საქართველოში უამრავი რეფორმა განხორციელდა. შემდეგ წლებში ეს ძალისხმევა კვლავაც უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ საქართველოში შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურა, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო ევროპის პერსპექტივის გაძლიერებისთვის და ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ საქართველო გახდება ჩვენი შემადგენლობის ნაწილი და შესაბამისად, ამისთვის მზადებაც მიმდინარეობს.

რაც შეეხება ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ჩვენ ვაკვირდებით, თუ რა რეფორმები ხორციელდება ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში სასჯელ აღსრულების მიმართულებით. ჩვენი მისია 2004 წლიდან დაიწყო, ამას საფუძველი ჩაეყარა და წლების განმავლობაში დაახლოებით 60 მილიონი ევროა განსაზღვრული საქართველოსთვის, ასევე 25 მილიონი ევრო - ეს უკვე ეხება ტექნიკურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართულებით.

ეს არის ფინანსური და ტექნიკური დახმარება. ძალიან დიდი წილი ამ დახმარებისა ზუსტად პრობაციის, სასჯელაღსრულების სისტემების განვითარებას და გაძლიერებას ეხება. ამ ხნის განმავლობაში, ამ პარტნიორობის მსვლელობისას საქართველომ არაერთხელ აჩვენა პროგრესი, არაერთხელ აჩვენა სურვილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პროგრესი, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწა, ასევე პრობაციის სისტემის დახვეწა, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური სერვისების არსებობა როგორც პრობაციაში, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის საძირკველი, ეს არის საკვანძო პრაქტიკა რესოციალიზაციის, რეაბილიტიზაციისა და სასჯელის ღირსეულ პირობებში მოხდის მიმართულებით,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.


„ეს არის ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, მათ შორის ძალიან დიდი წილი ამ ძალისხმევისა არის ზუსტად პრობაციის მიმართულებით, სხვადასხვა ორგანიზაციების წვლილიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა ამ მიმართულებით, მუხტი არ უნდა შეჩერდეს იმისთვის, რომ არსებული, დარჩენილი გამოწვევები და პრობლემები ერთად გადავლახოთ, რათა შემცირდეს პატიმრობის მაჩვენებელი საქართველოში და იყოს არასაპატიმრო სასჯელების გამოყენების უფრო მეტი პრაქტიკა, რადგან საქართველო არის მოწინავე და იმ ხუთ ქვეყანაში შედის, სადაც ყველაზე მაღალია პატიმრობის მაჩვენებელი, პატიმრობისა, როგორც სასჯელის.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ პრობაციის სისტემა კვლავაც განვითარდება, რათა ევროკავშირის სტანდარტები სრულფასოვნად დაინერგოს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს დახმარებას კვლავაც აღმოუჩენს სასჯელაღსრულების სისტემის განვითარებაში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმნით ჰარმონიზებულ სისტემას და შესაბამისად, საზოგადოებასაც ჯანსაღ და წარმატებულ საზოგადოებას,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.