„მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს“ შესაბამისი პოსტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ე ავრცელებს.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა. მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,” - წერს ჯოზეფ ბორელი.